16 ოქტომბერი 2019,   19:45
ვრცლად
"უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ" - კირკიტაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

"უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ,“ - გათავისუფლების შემდეგ დავით კირკიტაძემ პირველი განცხადება გააკეთა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერას უცხადებდა.

დავით კირკიტაძემ 2018 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ აღკვეთა მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება, ის წუხს, რომ მასსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

„გნებავთ ავტობუსი დაგიყენოთ წინ, გნებავთ ეროვნულ ბანკი და ეონიმნ8სკს სამინისტრო, უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ. რაც შეხება იმ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც 16 დეკემბერს მოხდა. ჩემი მოქმედება იყო ერთადერთი მიზნისკენ მიმართული, რათა გამეთავისუფლებინა გზა მომიტინგეებისთვის, მიმეცა საშუალება, თელავში ჩასულიყო ის ხალხი, რომელიც მიდიოდა ყველაზე უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ ეს მოქმედება უკანონოდ აღკვეთა კონსტიტუციური უფლება, გადაადგილების უფლება, მაინც გულწრფელად ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ დაპირისპირება მოხდა ჩემსა  და პოლიციელს შორის იმიტომ, რომ ჩვენ პოლიციელის პრესტიჟზე ჩვენ ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შევიდნენ და ბოლოს ეს არაერთხელ ვიხილეთ. ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ოპოზიციის ლიდერმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ შუალედურ არჩევნებამდე, ამ ეტაპზე არ უპასუხა. კირკიტაძის თქმით, ამ თემაზე სხვა დროს ტელეეთერით ისაუბრებს. 

„გულწრფელად მინდა, ყველას მადლობა მოგიხადოთ, ვინც აქ ხართ და თქვენს პროფესიულ საქმიანობას ეწევით. ექვსი თვეა, ოჯახში არ ვყოფილვარ, მზად ვარ, თითოეულ თქვენგანთან მოვიდე ეთერში და ამ საკითხზე ვისაუბრო, ახლა ბოდიშს მოგიხდით და წავალ,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები