16 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
ინტერპელაციის წესით მიწვეული ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის თითქმის ცარიელ დარბაზში სიტყვით გამოდის

ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში უსმენენ. დავით სერგეენკო საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოდის, თუმცა, დარბაზი თითქმის ცარიელია.

დარბაზში არ იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობა, რომლებმაც თავად მიიწვიეს მინისტრი ინტერპელაციის წესით.

დავით სერგეენკო ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.

დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ასევე, ინტერპელაციის წესით იყო „ევროპული საქართველოს“ მიერ მიწვეული.

დღესვე პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები