20 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
ქართველების კარვების ქალაქები ევროპაში მრავლდება - გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვიც

ქართველების კარვების ქალაქები ევროპაში სულ უფრო მრავლდება. სტრასბურგის ტყე-პარკი უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოდან ჩასული ემიგრანტების თავშესაფრად იქცა. ათობით ქართველი ღამეს კარვებში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ათენებს, სააბაზანო სივრცე ხეების ძირში აქვთ მოწყობილი და საკვებს ნაჭრის კარადაში ინახავენ. უმძიმეს პირობებში საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ხელისუფლებისგან დევნილის სტატუტის მიღებას ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში შიმშილს ამ გაუსაძლის პირობებში ყოფნა ურჩევნიათ.

სანამ სტრასბურგის ტყე-პარკის რამდენიმე ადგილი საქართველოს მოქალაქეების დროებითი თავშესაფარი გახდებოდა, სამშობლოდან შიმშილის გამო წასულები ღამეს კლინიკის მისაღებში ათევდნენ. ვიდეოკადრები „კურიერს“ ემიგრანტებმა მიაწოდეს. ღამით, როდესაც კლინიკაში არავინ იმყოფებოდა, მოსაცდელში განთავსებული სკამები დროებით ქართველებისთვის საწოლი ხდებოდა, ვისაც ადგილი არ ჰყოფნიდა, ქვის იატაკზე იძინებდა. 

ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოდან წასული თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ქართველი ემიგრანტების ე.წ. კარვების ქალაქი სტრასბურგში „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა. ინტერვიუში ემიგრანტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რის გამოც ქვეყნის დატოვება უხდებათ, მათ შორისაა სიღარიბე, ქვეყნაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ჯანმრთელობის პრობლემა.

ესპანეთის მსგავსად, საფრანგეთშიც ბევრ ქართველს თავშესაფრის სტატუსზე უარს ეუბნებიან. ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები