20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
ჰიმალაის მთებში დაკარგულ ალპინისტებს ეძებენ

ჰიმალაის მთებში დაკარგულ ალპინისტებს ეძებენ. 8-კაციანი ჯგუფი ინდოეთის რიგით მეორე უმაღლესი და ყველაზე რთული მწვერვალის დაპყრობას ცდილობდა. ექსპედიცია მათ 13 მაისს დაიწყეს, თუმცა ბანაკში დაგეგმილ დროს არ დაბრუნდნენ. ადგილზე სამაშველო ჯგუფი გაგზავნეს, თუმცა სამძებრო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და თოვლი აფერხებს. ცნობილია, რომ ჯგუფში 4 ბრიტანეთის, ორი შეერთებული შტატების, ერთი ავსტრალიის და ერთი ინდოეთის მოქალაქეა. 

ფოტო:არქივი.

დღის ამბები