20 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
რუსეთი ანექსირებულ ყირიმში მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს

რუსეთი ანექსირებულ ყირიმში მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს. ნახევარკუნძულზე სწავლებას ოთხი სამხედრო ოლქის აერო-კოსმოსური ძალები და ჩრდილოეთ ფლოტი გადიან. წვრთნა შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ფეოდოსიიდან 50 კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობს. ის 9 ივნისამდე გაგრძელდება. ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე დონალდ ტრამპმა უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. ვლადიმერ ზელენსკიმ კი ამერიკელ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები