26 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
"რუსეთი ოკუპანტია", "დავით გარეჯი საქართველო" - აქცია-პერფორმანსი თბილისის ცენტრში

აქცია-პერფორმანსი თბილისის ცენტრში - თავისუფლების მოედანზე ორგანიზაცია „ერთად სახლში“ წევრები შეიკრიბნენ და პერფორმანსი მოაწყვეს. "რუსეთი ოკუპანტია", "დავით გარეჯი საქართველო" - ამ პლაკატებით აქციის მონაწილეები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.  

ორგანიზაციის წევრები ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ყველა სფეროში პრობლემაა, გვინდა რომ გამოვაფხიზლოთ ხალხი, გვინდა რომ არ იყოს ის პრობლემები, რაც არის, არ გვინდა ემიგრანტები წავიდნენ საქართველოდან, გვინდა რომ ქართველებმა ვიცხოვროთ საქართველოში და გვქონდეს ნორმალური ცხოვრების პირობები. გვინდა, რომ ის მთავრობა, რომელიც დღეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება, ემსახურებოდეს ქართველ ხალხს“ - აცხადებს ორგანიზაცია ”ერთად სახლში” დამფუძნებელი, ნათია თვალაბეიშვილი.

 

დღის ამბები