19 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა... მოვუწოდებ ხელისუფლებას, აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი - ზაზა სარალიძე

„ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა,“ - ეს განცხადება, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის საჩივრების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„პირველად გამოჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება ისევ, ბოლომდე, არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მოვუწედებ ხელისუფლებას რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. არავის არაფერს არ შევარჩენ,“ - ამბობს სარალიძე.

მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.

ხოლო, რაც შეეხება, გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუმძიმა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ გ.ბ.-სთან მიმართებით პირველი ინსტანციის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელი დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები