19 დეკემბერი 2024,   13:13
ვრცლად
ეს იყო რთული საქმე გამოსაძიებლად - გახარია დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება

შინაგან საქმეთა მინისტრი ე.წ. ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გამოძიება არასათანადოდ არის ჩატარებული, რადგან დათუნა სარალიძე თანატოლებმა ჯგუფურად მოკლეს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია დადგენილი.

შს მინისტრი ამბობს, რომ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოძიება წლებიც კი გაგრძელდეს. ახლა გიორგი გახარია სასამართლოს დასაბუთებას ელოდება. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, თუ რა მიმართულებით გაგრძელდება გამოძიება.

„პირველი წელიწადნახევარს, როდესაც ბრძანებთ უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ, ეს იყო არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული. ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალზედ რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება გამოძიებაში იყოს წლობით. რა თქმა უნდა ეს არავისთვის გამამართლებელი არ არის. თუმცა, ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ყველა გარემოებები ამ საქმის იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია, რომელიც იქნება განმარტებით ნაწილში ამ გადაწყვეტილების მიღებული. ჩვენ დაველოდებით, ყურადღებით წავიკითხავთ და რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად იმიტომ, რომ ყველას გვესმის რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს რაც შეიძლება მალე,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები