სამცხე ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში იმდენი საწვავი დახარჯეს დედამიწას სამჯერ შემოუვლიდნენ - ამბობს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი.
ორგანიზაციამ გუბერნატორების მიერ გახარჯული საწვავის რაოდენობის შესახებ კვლევა მოამზადა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ შვიდმა გუბერნატორმა ორ წელიწადში, 130 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარა. საწვავზე 2017-2018 წლებში ყველაზე მეტი ხარჯი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა გაწიეს.
„ციფრები საკმაოდ სოლიდურია. თუ ნახავთ 7 გუბერნატორს დაახლოებით 130 000 ლიტრი საწვავი აქვს მოხმარებული 2 წელიწადში. გაანგარიშებით ისინი საშუალოდ ყოველ წლიურად გადიოდნენ დაახლოებით 50 000 კილომეტრს. დღიური მათ მიერ განვლილი მანძილი დაახლოებით 150-დან 200 კილომეტრამდე მერყეობდა, რაც გონივრულია აჩენს ეჭვებს რამდენად რაციონალურად და მიზნობრივად ხდებოდა ამ თანამდებობის პირებზე საწვავის გაცემა. ხშირად დარდება ხოლმე მაჩვენებლები დედამიწის გარშემოწერილობას, ჩვენ ვნახავთ, რომ მაგალითად სამცხე ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორები ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ შემოუვლიდნენ დედამიწას. ჩვენ ინსტიტუტს მიგვაჩნია და უკვე წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ გააძლიეროს კონტროლი ამ თვალსაზრისით. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სისტემების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვანი მონიტორინგის განხორიციელებას,“- ამბობს გოგა თუშურაშვილი.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს სპეციალური ჩიპები, რომელიც მაღალჩინოსნების მიერ გახარჯული საწვავის გაკონტროლებას შესაძლებელს გახდის.