14 დეკემბერი 2019,   15:27
ვრცლად
"ოცნების" კონსპირაციული შტაბი მთაწმინდაზე, სადაც პარტიის ლიდერები და ე.წ. უბნის ძველი ბიჭები იკრიბებიან

"რუსთავი 2-მა" "ქართული ოცნების" კონსპირაციული შტაბი აღმოაჩინა. გაირკვა, რომ მთაწმინდაზე, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე სახლში პარტიის აქტივისტებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაღალჩინოსნები და კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირებიც იკრიბებიან. "კურიერის" კამერის დანახვა საიდუმლო შტაბში შეკრებილებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბინა "ქართულ ოცნებას" ოფისად დეკლარირებული არ აქვს. აქ მიმდინარე შეხვედრებიც არაფორმალურია.

"კურიერის" ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარეც, თუმცა გიორგი ტყემალაძე "რუსთავი 2-ის" კამერასთან არ გამოჩნდა. მისმა მოადგილემ, რომელიც აქვე იმყოფებოდა, არ უარყო, რომ ტყემალაძე ამ მისამართზე ხშირად მიდის. თქვა ისიც, რომ საიდუმლო შტაბში არჩევნებთან დაკავშირებით იკრიბებოდნენ.

საკრებულოს წევრები უბნის ავტორიტეტების საარჩევნო პროცესში გამოყენებას პრობლემად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ყველა ამომრჩეველია. მათ შორის არის ოქროყანაში მცხოვრები ე.წ. ავტორიტეტი ლევან თოფურიძე, მეტსახელად "კალაბოკა". ოპოზიციის ინფორმაციით, სწორედ ის აშინებს ამომრჩეველს ოქროყანაში და ხელისუფლების კანდიდატისთვის ხმის მიცემას აიძულებენ. "კურიერი" "კალაბოკასთან" მას შემდეგ მივიდა, რაც "ევროპულმა საქართველომ", ის ხალხის ტერორში საგანგებო ბრიფინგზე დაადანაშაულა, თოფურიძე ადასტურებს, რომ ოპოზციის წინააღდეგ იბრძვის და მისი მიზანია ხელისუფლება არ შეიცვალოს.

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, ლევან თოფურიძეს უკანონო ქმედებებს ხელიუფლება მფარველობს, კრიმინალური ავტორიტეტს კი პოლიციის მხარდაჭერა აქვს და ამიტომ ტერორის ხალხზე პირდაპირ ახორციელებს. 

მთაწმინდის რაიონში შუალედური არჩევნების მეორე ტურამდე ოთხი დღეა დარჩენილი. ოპოზიცია "ქართული ოცნების" მხრიდან დაშინების, მოსყიდვის, შანტაჟისა და ძალადობის არაერთ ფაქტს აქვეყნებს. 

დღის ამბები