28 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
"ამაზე ახლა არ ვფიქრობთ," - ზელენსკი მის გუნდში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე საუბრობს

იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ ზელენსკის გუნდში - უკრაინის პრეზინდეტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკითხი არ განიხილება - ეს განცხადება ზელენსკიმ ბრიუსელში, ერთ-ერთ სასტუმროში გააკეთა.

"ის კიევშია. მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. ახლა არა. ამაზე ახლა არ ვფიქრობთ,"-განაცხადა ზელენსკიმ.

ის, რომ მიხეილ სააკშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭებაზე განხილვა არ მიმდინარეობს, "კურიერთან" საუბრის დროს დაადატურა უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმაც. იულია მენდელის თქმით, დატვირთული გრაფიკის გამო, სავარაუდოდ, არ მოხდება ზელენსკი-ბახტაძის შეხვედრაც. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და უკრაინის პრეზიდენტი ერთ სასტუმროში გაჩერდნენ. მენდელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესძლო ექსტრადირების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა. უბრალო დამთხვევა თუ მიზანმიმართული გეგმა - არსებობდა ვარაუდი, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ზელენსკისთან არაფორმალურ გარემოში ცდილობდა შეხვედრას და ფარული ვიზიტის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილსა და მისი ექსტრადირების საკითხზე მოლაპარაკება იყო.

"ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ ერთად შევკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები განახორციელონ. ვფიქრობ არა მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ მთელი მსოფლიო ყურადღებას ადევნებდა თვალს იმ ძირეული ცვლილებებს რომელიც საქართველომ განიცადა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საქართველოს გამოცდილება და ცოდნა საინტერესო იქნება უკრაინისთვის. აქ საუბარი არაა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ასევე თანამშრომლობაზე ოფიციალურ სტრუქტურებთან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს.
ვლადიმირ ზელენსკიმ აღადგინა სამართლიანობა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებით. შემგომი ნაბიჯები სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა გადადგან.

"ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმავე სასტუმროში გაჩერდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის პერიოდში იცხოვრებს. როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალური ვიზიტების დროს სახელმწიფო ლიდერებს ძალიან მჭიდრო განრიგი აქვთ. შესაბამისად ძალიან რთულია ამ განრიგში რაიმე ახალი შეხვედრის ჩასმა. დარწმუნებული ვარ რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რომ სცოდნოდათ მსგავსი შესაძლებლობის შესახებ, ისინი შეხვედრას წინასწარ დაგეგმავდნენ,"-აცხადებს იულია მენდელი.

დღის ამბები