19 დეკემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ტრეფიკინგის ბრალდება - სუსლიაკის ოჯახის წევრები და ზელენსკის წარმომადგენელი ბავშვების უკრაინაში წაყვანას ითხოვენ

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკისა და მისი მეუღლის მშობლები საქართველოს პროკურატურის პასუხს ელოდებიან. ბავშვების უკრაინაში წასაყვანად ბებიებთან ერთად დიდი დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის ახალარჩეული პრეზიდენტი ზელენკის წარმომადგენელი, ასევე იურისტები, მედიკოსები, სოციალური აგენტი. 

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელიც სუსლიაკების მცირეწლოვანი შვილების კიევში წაყვანას ოფიციალურად ითხოვს, უკვე შეხვდა პროკურატურის მაღალჩინოსნებს. ქართულმა მხარემ უკრაინულ დელეგაციას საკუთარი გადაწყვეტილება ხვალ უნდა გააცნოს.

ბებიებმა კიევიდან დნმ-ის პასუხები ჩამოიტანეს იმის დასადასტურებლად, რომ 10 არასრულწლოვანი ნამდვილად მათი შვილიშვილია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 10 მცირეწლოვანიდან ოთხის ბიოლოგიური მშობლები იულია და იური სუსლიაკები არიან, ექვსი ბავშვი კი სუროგაციის გზით დაიბადა და მათი ბიოლოგიური მამაც იური სუსლიაკია.

მრავალშვილიანი დედის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატმა დღეს ოფიციალურად უარი მიიღო. ტრეფიკინგში ბრალდებული ისევ პატიმრობაში რჩება.

იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში დააკავეს. ქალი 10 მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა. ბრალად მრავალშვილიან დედას შესაძლო ტრეფიკინგი წარედგინა. საქმის მასალების მიხედვით, იულია სუსლიაკი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გეგმავდა გადასვლას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები