19 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
"მართლა რამეს აშავებს, თუ როლი აქვს, რომ უნდა დატუქსონ მთავრობის სხდომაზე" - ოპოზიცია საკრებულოში ვიცე-მერს იბარებს 

„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში დედაქალაქის მერის მოადგილეს იბარებს. შესაბამისი წერილით ირაკლი ხმალაძეს ოპოზიცია დღეს მიმართავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ კახა კალაძე მის მოადგილეს დედაქალაქის მთავრობის სხდომებზე ტუქსავს, ოპოზიციას კი აინტერესებს, მართლა ხმალაძეშია პრობლემა, თუ მას დატუქსული ვიცე-მერის როლი აქვს მორგებული.

„გვინდა,რომ მერის მოადგილე მოვიდეს და ფრაქციაში გაგვცეს პასუხი მართლა რამეს აშავებს, თუ როლი აქვს უბრალოდ, რომ უნდა დატუქსონ მთავრობის სხდომაზე, იმიტომ რომ ამას აკეთებს დედაქალაქის მერი და საინტერესოა მართლა ეს კაცია ყველაფერში დამნაშავე. მოვიდეს ხმალაძე და პასუხები გაგვცეს, რატომ ტუქსავს ხოლმე დროდადრო დედაქალაქის მერი ვიცე-მერს,“-ამბობს ხაბეიშვილი.

ხმალაძემ კალაძისგან ერთ-ერთი ბოლო შენიშვნა მრგვალ ბაღთან დაკავშირებით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიიღო. კალაძემ ირაკლი ხმალაძეს მარტივად მოქმედებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები