13 დეკემბერი 2019,   20:52
ვრცლად
ლილოში მოვაჭრეები იკრიბებიან - პირველი კადრები დამწვარი ბაზრობიდან

ლილოში, დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე დილიდან იკრიბებიან მოვაჭრეები. მათ ხანძარს გადარჩენილი პროდუქცია საწყობებში გადააქვთ.

მოვაჭრეებს ზარალის ოდენობაზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზიც.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიცია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით პერიმეტრს აკონტროლებს.

პარალელურად დილიდან დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

"ჩაინა ლილო სითიში" ცეცხლი დაახლოებით 23:00 საათისთვის გაჩნდა. დამწვარია ათას კვადრატულ მეტრამდე ფართი და ათობით მაღაზია. ცეცხლის ჩაქრობას 90-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 17 ავტოცისტერნა. ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. 

მომხდარზე გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები