22 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს - სულხან სალაძე

სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ამის შესახებ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”  თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა. სალაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს სპეციალურ ბრიფინგზეც ისაუბრებს.

„საიას“ თავმჯდომარის  შეფასებით, არის ეჭვი კონკურსის ფორმალურობასთან დაკავშირებით, ამ ეჭვს კი წარდგენილი კანდიდატების მონაცემები ადასტურებს. სალაძის განცხადებით, კანდიდატების უმრავლესობა მოთხოვნებს საერთოდ არ შეესაბამებოდა.

ერთადერთი კონკურსანტი, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ლონდა თოლორაიაა. „საიაში“ ფიქრობენ, რომ პირობებიც მასზე იყო მორგებული.

„მოწვეული იყო კანდიდატები, რომლებსაც საერთოდ აბსოლუტურად შეხება არ ჰქონდა ამ პროცესთან, თუ მათ სამოტივაციო ნაწილს გადახედავთ, ხოლო დანარჩენი კანდიდატების შემთხვევაში, გარდა ერთისა, არცერთი მათგანი არ საუბრობდა იმ სავალდებულო, ვთქვათ, საკითხებზე, რომლებიც სამოტივაციო წერილში უნდა ყოფილიყო ასახული. თავისთავად, დებულების დარღვევის მიხედვით კომისიის მხრიდან გასაუბრებაზე კანდიდატების მოწვევა აძლიერებს ეჭვს, რომ კონკურსი ყოფილიყო ფორმალური ხასიათის. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა გასაუბრებაზე მოწვევას, ეს იყო ქალბატონი ლონდა თოლორაია,“- განაცხადა სალაძემ.   

დღის ამბები