23 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს იძლევა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მომატებული ტემპერატურა შეიძლება  გარკვეული დაავადებების გამწვავების რისკფაქტორი გახდეს.

ნ გამყრელიძე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებს და ბავშვებს მოუწოდებს.

„მომატებული ტემპერატურის დროს არის რისკი გამწვავდეს სხვა და სხვა დიარეული დაავადებები არასათანადოდ შენახული საკვების მიღების შემდეგ. ხშირად ვიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, რა თქმა უნდა. ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. ხაზს ვუსვამ, რომ ამ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ მოხუცებმა, ხანდაზმულებმა და ბავშვებმა,“- განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები