22 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
77 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი დოქტორ ჯონი გარდაიცვალა

77 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი დოქტორ ჯონი გარდაიცვალა. მიზეზი გულის შეტევა გახდა. დოქტორ ჯონი 6 გრემის მფლობელია. მას ჩაწერილი აქვს 35 ალბომი და აქედან 3-მა გრემი მიიღო. ბოლო ჯილდო მუსიკოსს 2013 წელს გადასცეს.

დოქტორ ჯონმა მუსიკალური კარიერა ახალ ორლეანში 50-იან წლებში დაიწყო და პირველი ალბომი 1968 წელს ჩაწერა. ყველაზე დიდი აღიარება მას სიმღერების კრებულმა მოუტანა, რომელიც 1973 წელს გამოვიდა. დოქტორ ჯონის სახელი შესულია "როკ-ენ-როლის" დიდების დარბაზშიც.

დღის ამბები