19 დეკემბერი 2024,   11:20
ვრცლად
ხმაურიანი სხდომა და მინისტრის დუმილი-ნათია თურნავამ ოპონენტების მწვავე შეკითხვები უპასუხოდ დატოვა

ეკონომიკის მინისტრმა დღეს დეპუტატების მწვავე შეკითხვებზე პასუხების გაცემას დუმილი არჩია. ნათია თურნავა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში იყო დაბარებული.

ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ხმაურიან სხდომაზე სიჩუმის სტრატეგია აირჩია და ოპონენტების არაერთი მწვავე შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. თურნავამ არ თქვა, რატომ არ იცოდა, რომ მისმა უწყებამ ფოთში ნახევარმილიარდიანი ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა. 

ნათია თურნავას დღეს სხდომაზე ე.წ. კანონიერი ქურდების დახმარებით მოგვარებული ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვაც გაუხსენეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება 90-იანი წლების მეთოდებს იყენებს და სახელმწიფოებრივ საქმეებს ძველი ბიჭების და მაყურებლების დახმარებით აგვარებს. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კი დღეს ხელისუფლებას "ჯორჯიან მანგანეზში” დროებითი მმართველის დანიშვნის ისტორია შეახსენა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი კომპანიას ახლა მისი დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის და ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟას“ დახმარებით აკონტროლებს. უცხოელი ინვესტორების კომპანიიდან გაგდება კი ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისას ძვირი პოლიტიკური ფასი უჯდება.

ერთადერთი, სადაც ოპოზიციის პოზიციას ეკონომიკის მინისტრი დღეს ნაწილობრივ დაეთანხმა პანკისის 21 აპრილს შეფასება იყო. ნათია თურნავა ამბობს, რომ განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას მთავრობასთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროც იღებს და ამბობს იმასაც რომ ჰესის მშენებლობაზე ხელისუფელბის მხრიდან ადგილობრივებთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე იყო.

სხდომაზე ბოლო საკითხი დღეს გაზპრომთან გაფორმებული ახალი 2-წლიანი ხელშეკრულებაც იყო. ნათია თურნავა დღეს სხდომაზე ამტკიცებდა რომ რუსეთი ენერგოგიგანტთან დადებული კონტრაქტი საქართველოსთვის კომერციულადაც და პოლიტიკურადაც მომგებიანია.

ამავე თემაზე
დღის ამბები