20 აპრილი 2024,   01:47
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი ცნობილი ფეხბურთელის მეჯვარე გახდა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ცნობილი ფეხბურთელის, მესუტ ოზილის ქორწილში მეჯვარის სტატუსით იმყოფებოდა. საზეიმო ცერემონია სტამბოლში, ბოსფორის სანაპიროზე მდებარე სასტუმროში გაიმართა. მას თურქეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი და ლონდონის არსენალის ნახევარმცველი მესუტ ოზილი დიდი ხნის შეყვარებულზე, ყოფილ "მის თურქეთზე" დაქორწინდა.

წყვილს რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მისალოცი სიტყვითაც მიმართა და ურჩია, მინიმუმ, ოთხი შვილი იყოლიონ.

 

დღის ამბები