22 დეკემბერი 2024,   14:26
ვრცლად
ნენსკრაჰესის მშენებლობის შემდეგ დენის ტარიფი შესაძლოა, გასამმაგდეს

ნენსკრაჰესის მშენებლობის შემდეგ მოსახლეობას შესაძლოა, ელექტროენერგიის გადასახადი 20 თეთრზე მეტით გაუძვირდეს. „კურიერმა“ მოიპოვა სახელმწიფოსა და ნენსკრაჰესის მშენებელ კომპანიას გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ სახელმწიფო გამომუშავებულ დენს ერთ კილოვატ საათს 12 ცენტად იყიდის, ანუ, დაახლოებით, 33 თეთრად.

კორეულ სახელმწიფო ენერგოკომპანიას, საპარტნიორო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ნენსკრაჰესის მშენებლობის შემდეგ ჰირდროელექტროსაგურისგან ერთი კილოვატი საათი ელექტრონერგია 9 ცენტად შეიძინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული 7.87 თეთრის ნაცვლად მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავების ფასი 25 თეთრამდე გაიზრდება. ხელშეკრულებას, რომელიც მოსახლეობისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება ხელს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი კახა კალაძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აწერენ.

ენერგეტიკოს ვახტანგ ზარქუას ანალიზით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი კონტრაქტში ჩაწერილი ფაქტია, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის საწყისი ფასი 9 ცენტი ანუ 25 თეთრია და რამდენიმე წელში საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება, დენი 33 თეთრად იყიდოს.

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ დენი არ გაძვირდება, თუმცა უცნობია, ვინ დაფარავს სხვაობას. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, სხვაობის სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვაობა ისევ ხალხის ფულით დაიფარება.

ნენსკრაჰესის მშენებელ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმე ნაწილისგან შედგება. გარემოს დამცველები, ვინც დოკუმენტი შეისწავლა, ამბობენ, რომ დოკუმენტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზარალებს. ხელშეკრულების თანახმად, სახელწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, ნენსკრაჰესის მფლობელებს ყველა რისკი დაუზღვიოს, მათ შორის კომპენსაცია მისცეს თუ მდინარეში წყლის დონე დაბალი იქნება და სადგური საჭირო ენერგიას ვერ გამოიმუშავებს.

მთავრობა ამტკიცებს, რომ ელექტროენერგიას იმპორტზე გაიტანს. თუმცა გაუგებარია, რომელი ქვეყანა იყიდის საქართველოსგან ორჯერ უფრო ძვირად ნენსკრაჰესის მიერ ნაწარმოებ 12 ცენტიან დენს, როდესაც  ექსპორტზე ელექტროენერგიის მაქსიმალური ფასი 5 ცენტს არ აღემატება.

ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფომ პროექტი გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის წარდგენისგან გაათავისუფლა. ანუ 280 მეგავატიანი უზარმაზარი ჰესი ისე აშენდება, რომ კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე არც კი იმსჯელებს. ზიანი კი, სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფული იქნება.

ადგილზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ინვესტორ კომპანიას სახელმწიფომ სასათბურე პირობები უკვე შეუქმნა. ამავე ხელშეკრულებაში წერია, რომ ტყის მასივი, რომელიც ჰესს აკრავს, 700 ჰექტარზე მეტი მთავრობამ კორეის სახელმწიფო კომპანიას და ბიძინა ივანიშვილის საპარტნიორო ფონდს ერთ ლარად გადასცა. გარდა ამისა გაათავისუფლა ქონების გადასახადიდანაც.

დღის ამბები