23 დეკემბერი 2024,   00:27
ვრცლად
"ლადო კახაძე დიდი უპირატესობით იმარჯვებს" - კალაძის განცხადება უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ

მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში "ქართული ოცნება" ღიად აცხადებს, რომ მათი კანდიდატი იმარჯვებს, ხმების დათვლა კი ამ დრომდე გრძელდება.  

კახა კალაძემ მხარდამჭერებს მისი გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა. მან განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი გუნდის სიძლიერე.  

„20:00 საათზე დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდით თითოეულ გუნდის წევრს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს. შუალედურ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ  ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად, სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი რადგან ჩენ ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თბილისელებს, მთაწმინდელებს არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავის და თეთრის გარჩევა. ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის, განვითარების სასარგებლოდ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ დილიდან ოპონენტების მხრიდან  ადგილი ჰქონდა პროვოკაციებსა და სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, გამარჯვებაში ეჭვი არ შეუტანიათ.

„ჩვენ ვპირდებით ჩვენს მთაწმინდელებს, რომ ეს გამარჯვება არ იქნება უბრალოდ ერთ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება. არ იქნება ერთი მაჟორიტარის გამარჯვება, ეს იქნება თითოეული თბილისელისა და მთაწმინდელის გამარჯვება“ - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები