26 დეკემბერი 2024,   05:35
ვრცლად
"ყველას დედას მოვ...ავ, ვინც გზაზე გადამეღობება, მოსაკლავი იქნება მოვკლავ,"-სარალიძის ემოციური გამოსვლა "კვირის აქცენტებში"

ზაზა სარალიძის ემოციური გამოსვლა "კვირის აქცენტებში" - მიხეილ კალანდიაზე საუბრის დროს ზაზა სარალიძემ ემოციები ვერ შეიკავა და სტუდიაში ფეხზე წამოდგა. მან თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მას მოღალატის იარლიყი მიაკეროს. 

"ვინც ცემს წინააღმდეგ წავა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩემს უკან არ დგას ჩემი შვილი მარტო, ჩემს უკან დგას ჩემი ქალიშვილი, ჩემი მეუღლე რომელიც ატირებული მელოდება ეხლა, ჩემი შვილის ძმაკაცები, დრეს ჩემი შვილის ძამაკაცმა სული დალია, თქვენ აქ დამდგარხართ და ზაზა სარალიძე მოღალატეაო, თქვენი დედაც მოვ...ან ყველასი, ვინც ჩემზე იძახის მოღალატეაო.... ეს არ არის სამართლის დასასრული, ყველას დედას მოვ...ავ ვინც გზაზე გადამეღობება, მოსაკლავი იქნება მოვკლავ, თუ ესენი ჭეშმარიტებას არ მიიყვანენ მოვკლავ ყველას,"-აცხადებს ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძემ ის პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც მისი თქმით ეუბნებოდნენ, რომ "ამ თამაშში ვერ აგყვები, იმიტომ რომ ეს "ნაციონალების" თამაშიაო."

ზაზა სარალიძე უარს ამბობს ჟურნალისტებთან კავშირზე და მოითხოვს რომ ყველამ თავი დაანებოს.

"არც ერთი ჟურნალისტი არ დავინახო ჩემს გვერდით"-ამ ფრაზით დატოვა მან ინტერვიუ და გავიდა სტუდიიდან. 

დღის ამბები