25 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
ნასვამმა არასრულწლოვანმა პოლიციის მანქანა გაიტაცა - 17 წლის მოზარდი პოლიციას ორჯერ გაექცა

ხმაურიანი ინციდენტი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - qartli.ge-ის ჟურნალისტს, რომელიც მაგისტრალზე ამოტრიალებული სამართალდამცავების კუთვნილი მანქანის გადაღებას ცდილობდა, პოლიციელებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიციას მანქანა გორის ცენტრიდან, ღამით არასრულწლოვანმა გასტაცა. გურამიშვილი ქუჩიდან, მშვიდობის ქუჩის გავლით, ქალაქის დატოვება და ჩქაროსნულ მაგისტრალზე ასვლა შეძლო, რა დროსაც მეორე ავტომობილს შეეჯახა. ახალგაზრდა, რომელზეც ღამით მთელი შიდა ქართლის პოლიცია ნადირობდა, ადგილზე ვერ დააკავეს. პოლიციის ავტომობილის ამობრუნების შემდეგ, ის მეორედ გაიქცა. არასრულწლოვანი დაკავება სამართალდამცავებმა მოგვიანებით შეძლეს.

პოლიციის წინააღდეგ მთავარი მტკიცებულება ახლა ის კადრებია, რომელიც გადაღების გამოც პოლიციელებმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. qartli.ge-ის ჟურნალისტს ბექა წიწიკაშვილს ხვალ გამოკითხავენ. ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ისინი დამნაშავე პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვენ.

დღის ამბები