22 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმე - სასამართლომ 40 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვა 

გურჯაანის რაიონული სასამართლომ 16 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლემ იოსებ აბრამიძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომა დახურული იყო გამოაცხადა და დარბაზში მხოლოდ მონაწილე პირები იმყოფებოდნენ. სასამართლოს არ დასწრებია დაზარალებული მხარე.

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა და მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად გაიზიარა. 

40 წლის მამაკაცი 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. დაზარალებულმა გოგონამ ბავშვი გააჩინა. დნმ-ის ანალიზით კი დამტკიცდა, რომ ახალშობილი სწორედ მოძალადე მამაკაცის შვილია.

დღის ამბები