19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ბიჭ-ბუჭა შავ-ბიჭები თუ შავი ელემენტები გადაკეთდნენ კოორდინატორებად - ოპოზიცია არჩევნების პროცესს აფასებს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობა არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამახასიათებელია - ასე აფასებს ოპოზიცია არჩევნების შედეგებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი პარტიას საზოგადოებაში არსებული დიდი უკმაყოფილების ფონზე, არჩევნების მოგება უჭირს, ამიტომ „ქართული ოცნება“ გამარჯვებას დაშინებით ცდილობს. 

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ე.წ. შავი ელემენტები ქუჩის ავტორიტეტების ნაცვლად კოორდინატორებად გადაიქცნენ.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი„არჩევნებში კრიმინალის მონაწილეობა არის დანაშაული ამ ხელისუფლების. ეს არის პირდაპირ მათი ნოუჰაუ. დღეს ახლა ეს ბიჭ-ბუჭა, შავ-ბიჭები თუ შავი ელემენტები გადაკეთდნენ ქუჩის ავტორიტეტების ნაცვლად, კოორდინატორებად. სახელად მაგათ ჰქვიათ კოორდინატორები. შეხედეთ მთაწმინდის კოორდინატორებს, როგორ ლამაზად არიან ჩამომსხდარი საარჩევნო უბნის წინ, ეს მოძველბიჭო ელემენტები, რომლებიც იღებენ ფულს ივანიშვილისგან და საკუთარ თავს უწოდებენ კოორდინატორებს და ახლა აკლიათ კომკავშირის ნიშანი, თორემ სრულიად არიან ინტეგრირებული „ქართული ოცნების“ სისტემაში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ძალაუფლება კრიმინალთან ალიანსით შეინარჩუნოს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი-ის სურათის შედეგი„ყველანი ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყოველი მომდევნო არჩევნები მოგება სულ უფრო მეტად უჭირს იმ ძალიან დიდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაში სიღარიბისა და გაჭირვების გამოა. ის ახლა ცდილობს, ძალაუფლება შეინარჩუნოს ალიანსით კრიმინალურ სამყაროსთან, რასაც ვხედავთ საარჩევნო უბნებთან. „ქართული ოცნება“, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ თითქოს, ქუჩური გარჩევების კრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება ქაღალდზე, მეორე მხრივ, ცალსახა და თვალსაჩინოა კრიმინალურ სამყაროსთან „ქართული ოცნების“ ალიანსი,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები