22 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ფასადური ცვლილებები საარჩევნო სისტემაში - "ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დატოვა

ფასადური ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, თუ რეალური რეფორმა  - ოპოზიცია მმართველ გუნდთან შეხვედრაზე დღეს კონკრეტული მოთხოვნით მივიდა. ხელისუფლების ოპონენტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ. პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა ის პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა „ევროპულმა საქართველომ“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ."

მათი თქმით, არ არის გამორიცხული, სამუშაო ჯგუფს ბოიკოტი ოპოზიციის სხვა წევრებმაც გამოუცხადონ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მმართველი პარტია მეორეხარისხოვან საკითხებს განიხილავს, მაშინ, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება, რომ ცვლილება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლაა. 

თინა ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი„თუ ხელისუფლება გადაწყვეტს ჯიუტად, რომ თავი აარიდოს ამ ფუნდამენტური საკითხის განხილვას, რომელზეც თანხმდება აბსოლუტურად ყველა, „ქართული ოცნების“ გარდა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მაშინ შესაძლოა ამ ფორმატში მუშაობამ დაკარგოს აზრი. არ ვიცით ხელისუფლება რას აპირებს, დღევანდელ შეხვედრაზე, სანამ დავტოვებდი ამ შეხვედრას კიდევ ერთხელ შევთავაზე ხელისუფლებას, რომ დღის წესრიგში დარჩეს ეს საკითხი, არ მოხსნან დღის წესრიგიდან, რადგან ყველა თანხმდება, რომ ეს არის ფუნდამენტური რეფორმა რაც უნდა განხორციელდეს, თუ ხელისუფლებას სურს იმაზე საუბარი, რომ რეალური რეფორმა განხორციელდა საარჩევნო თვალსაზრისით. თუ სურთ, რომ კოსმეტიკური ცვლილებები მიიღოს, მეორეხარისხოვან საკითხებზე იმსჯელონ ამ ჯგუფში, ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა და ეჭვი მაქვს, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც ვერ დაინახავენ აზრს, რომ ამ ფასადური ცვლილებების ნაწილი გახდნენ,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესატანად მზად არიან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, თუმცა ოხანაშვილი არ ამბობს, კონკრეტულად რომელიც რეკომენდაციებს გულისხმობს ის.

დაკავშირებული სურათი„ჩვენი მთავარი ამოცანაა საარჩევნო მიმართულებით საკითხების კიდევ უფრო გაუმჯობესება და განვითარება. საერთაშორისო პარტნიორების, თქვენს მიერ დასახელებული ორგანიზაციების რეკომენდაციები იქნება დღის წესრიგში და მოგვიწევს მთელ რიგ იმ საკითხებზე მსჯელობა, რომელიც არის ეუთოს რეკომენდაციებში გათვალისწინებული. კონკრეტულად რა საკითხებზე, როგორი თანმიმდევრობით ამის შესახებ გაცნობებთ შეხვედრის დასრულების შემდეგ,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები