16 მარტი 2025,   01:55
ვრცლად
ავარია თუშეთში, გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, ტურისტები იმყოფებოდნენ - არის მსხვერპლი 
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე - მე-18 კილომეტრზე, გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, ტურისტები იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ წუთებში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები მიემგზავრებიან.  ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი ადასტურებს, რომ არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები. 

      „შეტყობინება შემოვიდა, რომ სავარაუდოდ ტურისტების მანქანა არის გადავარდნილი. სავარაუდოდ არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები. რაოდენობა არ ვიცი. პირდაპირ გაემგზავრა მუნიციპალიტეტის მერი და მე დავრჩი ადგილზე,“-ამბობს ალექსანდრე ნასყიდაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

      შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.

       

      შემთხვევის ადგილიდან პირველი ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე.

      დღის ამბები
      მეტი