19 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
აფეთქება ქუთაისში - დაშავებულებიდან ერთი, 10 წლის ბავშვი თბილისში გადაჰყავთ

ხანძარი ქუთაისში, ავტომშენის დასახლებაში - დაშავებულებიდან სამი პირი მკურნალობას დამწვრობის ცენტრში გადის. რთულია ათი წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქუთაისი ბავშვთა საავადმყოფოდან თბილისში უნდა გადაიყვანონ. 

Image may contain: 3 people, people standing and outdoorავტომშენებლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრით დაზარალებული ოჯახები ქუთაისის მერმა მოინახულა. გიორგი ჭიღვარია ასევე იმყოფებოდა საავადმყოფოში, სადაც ხანძრის შედეგად დაშავებულები მკურნალობას გადიან. მისი თქმით, მერია ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად. "რამდენიმე საათის წინ მოხდა აფეთქება. არიან დაშავებულები. ჩვენ გავეცანით მათ მდგომარეობას და მძიმე მდგომარეობაა, ასევე შედარებით მძიმეა ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელიც თბილისში გადაჰყავთ. რაც შეეხება კორპუსს, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს. ჩვენ შევისწავლით კორპუსის მდგომარეობას და მერია მისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურს გააკეთებს ამ ადამიანების დასახმარებლად. თუ საჭირო გახდება მოხდება მათი გაყვანა, რომელთაც ღამის გასათევი არ აქვთ და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ დაბინავებას. დანარჩენი პროცესუალურად გაგრძელდება და მოხდება შესწავლა "-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ხანძარი ავტომშენის დასახლებაში აფეთქების შედეგად დილით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ბინა დაიწვა.

დღის ამბები