16 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
"თუკი სადმე ვიქნები, ჩემი თავი მხოლოდ ამ გუნდში წარმომიდგენია"- შემცვლელის წარდგენას სერგეენკოც დაესწრება 

დავთ სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.

ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრ ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრემიერთან დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა კითხვაზე - მიდის თუ უშვებენ თანამდებობიდან, სერგეენკო არ პასუხობს. 

“რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა კონსულტაციები პრემიერთან. ჩვენ მსჯელობდით, როგორი იქნებოდა ოპტიმალური გადაწყევტილება იმისათვის, რომ რეფორმები უფრო ეფექტურად და ინტენსიურად განხორციელებულიყო. ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამს ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ,“-ამბობს სერგეენკო.

ასევე არ აკონკრეტებს დაიკავებს თუ არა სხვა თანამდებობას. ამბობს, მხოლოდ იმას, რომ რჩება გუნდში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სერგეენკოს გადაყენება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩავარდნას უკავშირდება, მინისტრი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

მისივე განცხადებით, კონსულტაციები მიმდინარეობდა მხოლოდ მამუკა ბახტაძესთან, საკითხზე სერგეენკოს თქმით, ბიძინა ივანიშვილთან არ უმსჯელია. 

„მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია. მე პრემიერ-მინისტრთან მქონდა ხანგრძლივი კონსულტაციები, როგორც გითხარით. ის გუნდი, რომელშიც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვიყავი,  ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა. ასე, რომ ეს გუნდი ჩემთვის ძალიან მაღალი ღირებულების არის და მომავალში თუკი სადმე ვიქნები, ჩემი თავი მხოლოდ ამ გუნდში წარმომიდგენია,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

გარდა ამისა, სახელდება კიდევ ორი ვერსია, რაც შესაძლოა, დავით სერგეენკოს გადაყენების მიზეზი გამხდარიყო. მინისტრის თანამდებობიდან სერგეენკოს გადაყენების მიზეზად მმარტველ გუნდში კლანური დაპირისპირება სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით კი, ის ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა, რადგან ყველა სოციალურ კველვაში ჯანდაცვის მინისტრს მასზე ბევრად მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

დღის ამბები