19 დეკემბერი 2024,   04:34
ვრცლად
წაიყვანოს სადმე უდაბნოში, შეკრიბოს, იყვნენ იქ - სასულიერო პირები ამბობენ, რომ "თბილისი პრაიდის" ჩატარებას არ დაუშვებენ 

სასულიერო პირების ნაწილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „თბილის პრაიდის“ ჩატარებას არ დაუშვებენ. მათი თქმით, ღირსების მარშის ორგანიზებას წინააღმდეგობას ყველა საშუალებით გაუწევენ.

სამღვდელოების ნაწილი ამბობს, რომ მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რადგან თვლიან, რომ ლგბტ თემის გააქტიურებას ხელი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ შეუწყო.

„როდესაც დაინახეს საელჩოებმა, რომ ეკლესია ურყევად იდგა პოზიციაზე, ხელისუფალიც ამბობდა, რომ ვერ შეძლებდა მათ დაცვას, უბრძანეს, რომ დამსხდარიყვნენ კანცელარიის კიბეებთან. ჩვენი არასამთავრობოები, რომლებიც მათ იცავენ, დაფინანსებას საიდან იღებენ? ზუსტად იმ ქვეყნებიდან, რომლების საელჩოებიც აიძულებენ. სად არის ჩვენი სუვერენიტეტი? ხელისუფლებამ იცით რა უნდა ქნას? ეს ოცი კაცი უნდა შეკრიბოს და უთხრას,“ ბავშვებო, გაჩერდითო.“ წაიყვანოს სადმე უდაბნოში, შეკრიბოს, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, დაგვანებონ ჩვენ თავი. თან ეგენი ხომ არ მრავლდებიან. არ სჭირდებათ. ერთი ოაზისი უნდა შეუქმნა, ცოტა ხანში დაპატარავდებიან, გაქრებიან და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც,“ - განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.

მამა ვახტანგ დავითაშვილის განცხადებით, თუკი საელჩოები და არასამთავრობოები ევროპას ამ კუთხით წარმოაჩენენ, მაშინ ქვეყნის მიერ არჩეული კურსის მიუხედავად, ბევრი ადამიანი აზრს შეიცვლის.

„ დასავლური კურსი - ეს არის ქვეყნის არჩევანი, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ თუ ეს საელჩოები და სატელიტი არასამთავრობოები და კიდევ სხვები ჩვენ ევროპას აი, ასე დაგვანახებენ, ძალიან ბევრი ადამიანი აზრს შეიცვლის,“- განაცხადა მამა ვახტანგ დავითაშვილმა.  

დღის ამბები