25 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
"არავინ ყურადღებას არ მაქცევს" - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა რუსთავის მერიას დახმარებას სთხოვს

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა რუსთავის მერიას დახმარებას სთხოვს. ნათელა ბერიძე აცხადებს, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო მისი შვილის პენსია იყო, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაუუქმეს.

დედა ამტკიცებს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მას სათანადო დახმარება ვერ გაუწია.

„დავკარგე მეუღლე, მარჩენალი აღარ მყავს. ვეუბნები ამათ, დამეხმარეთ ცოტა მაინც. უფროსი ბიჭი 17 წლის მყავს, მეორე აუტიზმიანია. არავინ ყურადღებას არ მაქცევს. ქირი ვარ, არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ახლა თუ დაეხმარებიან, არ ვიცი. ვემუდარებით, საქართველოს მთავრობა მაინც დამეხმაროს, ესენი ყურადღებას არ მაქცევენ,“ - განაცხადა ნათელა ბერიძემ.

საპირისპიროს აცხადებენ მერიაში. მათი თქმით, ქალს სამსახური შესთავაზეს, ხოლო პენსიის საკითხი მერიის კომპეტენციაში არ შედის.

 

დღის ამბები