20 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
გაზრდილი კრიმინალი - მაღაზიების მფლობელები ვიტრაჟების რკინის გისოსებით ჩანაცვლებას გეგმავენ

გაზრდილი კრიმინალის და ძარცვის შემთხვევების გახშირების გამო, მაღაზიების მფლობელები 90-იანი წლების პრაქტიკას უბრუნდებიან და ვიტრაჟების რკინის გისოსებით ჩანაცვლებას გეგმავენ. პეკინის 11 ნომერში დღეს ”აიპლიუსის” მაღაზია გაქურდეს. ჩამტვრეულია მაღაზიის წინა ფასადი და წაღებულია 30 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, ზარალი კი 50 ათას ლარამდეა. 

სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დამნაშავეები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან, თუმცა მაღაზიის მეპატრონეები ეჭვობენ, რომ გაუხსნელი საქმეების უკან კარგად ორგანიზებული ჯგუფები დგანან, რადგან მხოლოდ პეკინის ქუჩაზე ბოლო თვეების განმავლობაში ერთი და იგივე სქემით, უკვე ათობით მაღაზია გაიძარცვა.

„ჩვენ შემთხვევაში ჩვეულებრივად იყო გასაღებით გახსნილი და მაგ დროს გაიქურდა "ზუმერის" მაღაზია თუ არ ვცდები, იმ დღეებში. არ მგონია, რომ დამნაშავეები დააკავეს, საუბარი იყო, რომ არასრულწლოვნები იყვნენ. სიმაღლეზეც ეტყობოდათ, რომ პატარები იყვნენ. მიზეზი, ალბათ, სოციალური მდგომარეობაა, ალბათ, ვიღაცების მფარველობა, ალბათ, კანონი, რომლებიც ბავშვებს არ სჯის. მაგათ უკან, რომ სხვები არიან ამას არ უნდა ლაპარაკი“, - აცხადებს დაზარალებული.

მაღაზიების მეპატრონეების განცხადებით, პეკინზე საკმაოდ ხშირად იძარცვება მაღაზიები. მძარცველები კი უმეტესად არასრულწლოვნები არიან, რის გამოც სამართალდამცველები საქმის გახსნას ვერ ახერხებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები