23 დეკემბერი 2024,   05:33
ვრცლად
საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება - მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არ იყო შეთანხმებული, რომ გავრილოვს სხდომა უნდა წაეყვანა. მდინარაძის განცხადებით, ეს მიუღებელია. 

"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, როდესაც ვნახულობთ, რომ რუსი დეპუტატი გავრილოვი ზის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეს იყო შეუთანხმებელი, სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას, ხოლო იმაში, თუ რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანი, მიუხედავად მისი ასამბლეაში მონაწილეობისა, ამას გავარკვევთ დეტალურად და ამ საკითხს მოყვება საკმაოდ მკაცრი რეაქცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ბოდიშს უხდის ევრპოკავშირის წარმომადგენლებს და ასაბლეის სხვა წევრებს და აცხადებს, რომ სხდომის გაგრძელების საშუალება მათ ხვალ სხვა ნებისმიერ ადგილზე მიეცემათ, გარდა საქართველოს პარლემნტის შენობისა.

„პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და მან გაბედა და წაიყვანა, საპარლამენტო გუნდის პოზიციისგან შეუთანხმებლად, ეს სხდომა, საქართველოს პარლამენტში ეს სხდომა ვეღარ გაგრძელდება. მე ბოდიშს ვუხდი ევროკავშირის წარმომადგენლებს და ასამბლეის წევრებს. სხდომა გაგრძელდება ხვალ სხვა ადგილას, მაგრამ საქართველოს პარლამენტში მსგავსი შეცდომა აღარ/ვეღარ დაიშვება. ორგანიზატორებს კი, ვინც დაუშვა, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ",  -განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

დღის ამბები