23 დეკემბერი 2024,   17:00
ვრცლად
მონა! მოღალატე! სირცხვილი მთავრობას! - ზაქარია ქუცნაშვილმა აქტივისტებს ტრანსფარანტები დაუხია და თავი კობახიძის მისაღებს შეაფარა

სირცხვილი მთავრობას - ამ შინაარსის ტრანსფარანტი ზაქარია ქუცნაშვილმა მოქალაქეებს წაართვა და დახია.

პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გასულ მმართველი პარტიის დეპუტატს მოქალაქეები „მონა, მოღალატე“-ს ძახილით  შეხვდა.

მათ ქუცნაშვილი შეძახილებით გააცილეს, ქუცნაშვილს განმარტება არ გაუკეთებია და  თავი პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებს შეაფარა.

დღის ამბები