22 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
კახა ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა განცხადება გაავრცელა. ის პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს და მეტიც - ვფიქრობ, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა. 

გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართავზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ასევე პოლიტიკიდან. 

და ბოლოს, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე.

მე ბაქოდან ვუერთდები საღამოს ღირსების აქციას და მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა შტოს, შეურთდნენ ამ აქციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხებში საქართველოს მთავრობაც, მოსახლეობაც, პოზიციაც, ოპოზიციაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია.

ამავე თემაზე
დღის ამბები