პარლამენტის ეზოში პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცველები რამდენიმე ავტობუსით მივიდნენ. პარლამენტის ეზოში სამართალდამცავთა ავტობუსებსა და პიკაპებში განლაგებულია სპეციალური ჩანთები, ხელკეტები და ფარები.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური აქცია იმართება. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის გავრილოვის მიერ დაკავებას აპროტესტებენ.
ისინი პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.