23 დეკემბერი 2024,   02:18
ვრცლად
პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს - შსს აქციის მონაწილეებს მიმართავს 

უკიდურესად დაძაბული ვითარება პარლამენტთან - შსს განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

საგამოძიებო უწყება პარლამენტთან შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებენ. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ  საშუალებებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები