24 დეკემბერი 2024,   08:47
ვრცლად
პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია - სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ წყდება

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია - თითქმის ერთი საათია პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ წყდება.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის შიდა ეზოში შესვლას ცდილობენ. მათმა ნაწილმა უკვე შეაღწია საკანონმდებლო ორგანოს ეზოს ნაწილში, თუმცა ისინი გამოაძევეს. 

პარლამენტის რკინის ჯებირთან იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერები. ისინი შენობის ღობესთან აწეული ხელებით მივიდნენ. 

შენობაში იმყოფება შს მინისტრი მან რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა ვინც კანონს არღვევს დაისჯება. 

დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილე უკვე დაშავდა. მოქალაქეებმა რამდენიმე პოლიციელი სამართალდამცველების ჯგუფიდან გამოიყვანეს, მათ ფარები წაართვეს და უსაფრთხოების დაცვით აქციიდან გაიყვანეს. 

დღის ამბები