23 დეკემბერი 2024,   02:21
ვრცლად
მთლიანად სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა 30-მა დაზარალებულმა სამოქალაქო პირმა და 39-მა პოლიციელმა - სერგეენკო

მთლიანად სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა 30-მა დაზარალებულმა სამოქალაქო პირმა და 39-მა პოლიციელმა - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო პარლამენტის წინ, დაპირისპირების დროს დაშავებულების შესახებ საუბრობს.

მინისტრის თქმით, არც ერთი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმე არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

„მთლიანად სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა 30-მა დაზარალებულმა სამოქალაქო პირმა და 39-მა პოლიციელმა. მათგან ახლა სტაციონალურ მკურნალობას გადის 12 პაციენტი, სხვა კლინიკებშიც იმყოფებიან პაციენტები და მათაც ვნახავთ. აქაური პაციენტების მდგომარეობა საბედნიეროდ, მძიმე არ არის. ერთ-ერთი არის საყურადღებო, რომელზეც მე ვიქრობ, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკო სერგეი გავროლოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, მძიმე სურათს უწოდებს. 

დღის ამბები