25 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
რეგიონებში მობილიზაცია გამოცხადდა - ზუგდიდიდან და ქუთაისიდან სამართალდამცველები თბილისში გადმოჰყავთ

რეგიონებში მობილიზაცია გამოცხადდა - ზუგდიდში განსაკუთრებულ დავალებათა ბაზაზე სამართალდამცველებს იძახებენ.

სავარაუდოდ, ზუგდიდიდან სამართალდამცველები თბილისში გადმოჰყავთ. რამდენიმე წუთის წინ კურიერის რეგიონალურმა კორესპონდენტმა ერთ-ერთ სპეცრაზმელთან გასაუბრება სცადა, თუმცა სამართალდამცველმა მობილიზების მიზეზებზე არ ისაუბრა. სამართალდამცველები თბილისში სპეციალური სამხედრო ავტომობილებით გადმოჰყავთ. 

არსებული ინფორმაციით, იგივე ვითარებაა საქართველოს სხვა დიდ რეგიონებში.  გარდა მაისა, ზუგდიდის სოფლებში და ქალაქში ელექტოენერგია გამორთულია. 

დღის ამბები