23 დეკემბერი 2024,   00:42
ვრცლად
დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი - ექიმების თქმით, არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები

რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა. დაზარალებულთა ზუსტი ოდენობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადანაწილებული. უმეტესი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები. აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებით მიყენებული ჭრილობები ძირითადად თავისა და კიდურების არეში აქვთ.

რამდენიმე ახალგაზრდას ტყვია თვალის არეში აქვს მოხვედრილი. ექიმები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მისთვის თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდება.

კლინიკებში გადაყვანილ პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება გაზით ინტოქსიკაცია. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტები, მათ შორის „კურიერის“ ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ჩვენი ოპერატორი ლევან მელიქიძე.

დღის ამბები