23 დეკემბერი 2024,   09:20
ვრცლად
აქციაზე დაშავებულმა ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა

რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა - ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალის" ექიმმა განაცხადა. 

"კურიერის" ინფორმაციით, 22 პაციენტი მოთავსებულია "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც "რუსთავი 2-ის" დაშავებული ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილიც იმყოფება. 40-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული ინგოროყვას კლინიკაში. მოქალაქეთა ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

რაც შეეხება რუსთაველს, ამ დროისთვის ქალაქის მთავარი გამზირი დემონსტრანტებისგან გათავისუფლებულია. სუფთავდება ტერიტორია. პარლამენტის შენობასთან ვითარება მშვიდია.

 

 

დღის ამბები