ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურებელია. ოფიციალური განცხადება "ქართულ ოცნებაში" გაკეთდება.
ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა არაერთხელ მოითხოვეს. ისინი პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლას და გავრილოვის მიერ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძლის დატოვებას აპროტესტებენ.
რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია დარბევით დასრულდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.