19 დეკემბერი 2024,   05:07
ვრცლად
სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე პოლიცია არ განძრეულა - შს მინისტრი

სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე პოლიცია არ განძრეულა - ეს განცხადება,  შს მინისტრმა გააკეთა. 

გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო შტურმის სახე - ეს განცხადება შს მინისტრმა გააკეთა. 

გახარია ამბობს, რომ მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე.

"გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი, გუშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ, ინსტიტუციების წინააღმდეგ, ძალადობაში რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტში შეღწევის მიზნით. სამწუხაროდ სიტუაცია დაიძაბა ისე რომ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,"-განაცხადა გახარიამ. 

გიორგი გახარიას განცხადებით პოლიტიკურმა ლიდერებმა მას შემდეგ, რაც მოახდინეს პროვოცირება დაძაბულობის მოქალაქეები შეატოვა პოლიციელებს და ადგილი დატოვეს.

„ადამიანებმა პოლიტიკოსებმა შეძლეს რომ პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ პროტესტს ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, ათი საათის შემდეგ არც ერთი მათგანი ადგილზე არ ყოფილა ისინი უბრალოდ გაიქცნენ  იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები ერთმანეთს. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ  უსაფრთხოებას,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

"რუსთავი 2"-ის შეკითხვას, რომელიც მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართა პოლიციელების მხრიდან დამიზნებით სროლას შეეხებოდა, გიორგი გახარიამ არ უპასუხა. ის არც იმ კადრებით დაინტერესდა, სადაც ჩანს როგორ უმიზნებს ერთ-ერთი სპეცრაზმელი "რუსთავი 2"- ის ოპერატორს

„არ მინახავს ვნახავ აუცილებლად, არ მაინტერესებს თქვენი კადრი. იქ სადაც იყო კონკრეტული ფაქტი გადამეტების ამას შევისწავლოთ. მაგრამ რაც მთავარია  პოლიციამ უკვე აღძრა ძიება რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი ვინც მონაწილეობდა ძალადობის გარდაქმნაში და შტურმში უმკაცრესად დაისჯება,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შს მინისტრმა პასუხი არ გასცა შეკითხვას იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას იმ ადამიანებზე, რომლებიც დარბევისას დაშავდნენ და აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას. 

დღის ამბები