21 დეკემბერი 2024,   18:44
ვრცლად
სპეცრაზმის მობილიზება მთავრობის ადმინისტრაციასთან - სამართალდამცველები ადგილზე ავტობუსებით მიჰყავთ

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში პოლიციის ქვედანაყოფების მობილიზება მომდინარეობს. ადგილზე რამდენიმე ასეული სამართალდამცველია შეკრებილი. 

განსაკუთრებულ დავალებათა დაპარტამენტის და სპეცრაზმის წარმომადგენლების მობილიზების გარდა, ადგილზე მიყვანილია სპეციალური ტექნიკა და სახანძრო სამსახურის მანქანები. 

სპეცრაზმელები ადგილზე ავტობუსებით მიჰყავთ. სავარაუდოდ, სპეცრაზმის მობილიზება რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და პროპორციული სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ - მოთხოვნა შესრულებულია, კობახიძე გადადგა. 

დღის ამბები