16 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
არ შეიძლება პოლიცია გვასახიჩრებდეს, ცალი თვალითაც ვხედავთ - ახალგაზრდები აქციაზე ახვეული თვალით მივიდნენ

"ცალი თვალითაც ყველაფერს ვხედავთ" - აქცია პარლამენტის წინ დაიწყო. მიტინგზე გამოჩდნენ ახალგაზრდები, რომელთაც ცალი თვალი წითელი და შავი ნაჭრებით აქვთ ახვეული.

"ნუ დამაბრმავებ"- ამ შინაარსის ტრანსფარანტები გამოჩნდა პარლამენტის წინ. ისინი ამ ფორმით გუშინდელ სისხლიან ღამეს აპროტესტებენ, რა დროსაც პოლიციელების მიერ ნასროლმა ტყვიებმა ადამიანებს მხედველობა დააკარგვინა.

"თვალახვეული პროტესტის" მონაწილეები ამბობენ, რომ მათი აქციაზე მისვლის მიზეზი გუშინ ოკუპანტების ქვეყანაში შემოშვება იყო, თუმცა დღეს, გუშინდელი მძიმე დარბევის შემდეგ მათ პროტესტს შს მინისტრის წინააღმდეგ პროტესტიც დაემატა.

"არ ვაპირებთ დისფუნქციურ სახელმწიფოს შევეგუოთ, არავის მივცემთ უფლებას ბარიერები აღგვიმართოს. გადადგეს გიორგი გახარია, რომლის ბრძანებითაც სახეში ესროლეს მოქალაქეებს ,ესროლეს მედიას, დაინიშნოს პროპორციული სისტემით არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიციელები, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც პროტესტის მონაწილეებს ესროდნენ სახეში,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დღის ამბები