23 დეკემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ე.წ მოლოტოვის კოქტეილის დამზადება - შსს-ს ინფორმაციით, ერთი პირი დააკავეს 

ე.წ მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

შს მინისტრის მოადგილის მამუკა ჭელიძის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 12 ერთეული მოლოტოვის კოქტეილი და მის დასამზადებლად საჭირო ნივთები ამოიღეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჭელიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა გ.წ. მაშინ დააკავეს, როდესაც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

დღის ამბები