07 დეკემბერი 2019,   13:16
ვრცლად
მელია, უგულავა და ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული. რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველები ნიკა მელიას და გიგი უგულავასაც გამოკითხავენ. განცხადება შს მინისტრის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ გააკეთა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი. ასევე დაბარებულნი იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა,“-განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები