აქციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას - მომიტინგეები წამოყენებული მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ მსვლელობით წასვლას აანონსებენ.
მიტინგის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ - გათავისუფლდნენ გუშინ, აქციაზე დაკავებულები, გადადგეს შს მინისტრი და ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით.
რუსთაველის გამზირზე აქციის მოდერატორებმა უკვე განაცხადეს, რომ დღეს აქცია ამ ულტიმატუმით სრულდება და ისინი ხვალ ისევ საღამოს 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
ამ განცხადების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილი დაშლას არ აპირებს და ისევ პარლამენტის წინ რჩებიან.