18 აპრილი 2024,   20:33
ვრცლად
საქართველოში, ტუროპერატორების მიერ გაგზავნილი რუსეთის 1500 მოქალაქე იმყოფება - რუსეთის ფედერალური სააგენტო 

საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ ტურიზმის შესახებ რუსეთის ფედერალური სააგენტო საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობას ასახელებს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის ტურ-ოპერატორების მიერ გაგზავნილი ათას ხუთასი ტურისტი იმყოფება, ქვეყანაში დამოუკიდებლად მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა კი დგინდება.

როსტურიზმში აცხადებენ, რომ ტურისტების დაბრუნდება გეგმის თანახმად, 8 ივლისამდე გაწერილი ბილეთების მიხედვით მოხდება.

პუტინის განკარგულების შემდეგ, რუსულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის აეროფლოტმა, უკვე დააანონსეს, რომ 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ყველა რეისს აჩერებენ. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის პარლამენტში კი მზადყოფნა გამოთქვეს, რომ საქართველოს კურორტების ალტერნატივა გახდნენ.

რუსულმა ავიაკომპანიებმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესრულება დაიწყეს. ავიაკომპანიებმა, „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა, საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები